რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახლიდან ათონელის სასახლემდე ფეხით დადის თუ არა, ამის შესახებ "პალიტრანიუსმა" სამდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარა.

ექსპერიმენტის პირველ დღეს, 28 იანვარს 09:45 საათზე, პრეზიდენტი სახლთან არ იმყოფება. სავარაუდოდ ამ დროს ის უკვე სასახლეში იყო. 29 იანვარს 09:25 საათზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მანქანით მიდის. ექსპერიმენტის მესამე დღე ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, - პირველი ქალი პრეზიდენტი 09:17 საათზე ფიტნეს-კლუბში ფეხით წავიდა. ფიტნეს კლუბიდან სასახლემდეც გზას ფეხით გაუყვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით დადის თუ არა? - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: "როცა მინდა".

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის საკუთარ სახლში იცხოვრებდა და პრეზიდენტის სასახლემდე ფეხით ივლიდა.

 

"პალიტრანიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×