რეზონანსი
30.01.2019

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას დე­დას ლელა ქსოვ­რელს, 24 იან­ვარს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. 4 წლის ბავ­შვი 22 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. 

ქსოვ­რელს სა­ხელ­მწი­ფომ სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი და­უ­ნიშ­ნა და ახლა მის ინ­ტე­რე­სებს ნინო ტა­ბა­ტა­ძე იცავს. ად­ვო­კა­ტი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ დე­დის გან­მარ­ტე­ბით, 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე იყო და აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, რის გა­მოც სა­კუ­თარ თავს და­ზი­ა­ნე­ბებს თა­ვად აყე­ნებ­და.

"6 იან­ვარს აბა­ნა­ვებ­და. ტაშ­ტში ჰყავ­და ჩას­მუ­ლი და ხე­ლი­დან გა­უსხლტა. დედა ამ­ბობს, რომ ბავ­შვს ხა­რი­ვით ძალა ჰქონ­და. ხელს ვუ­ჭერ­დი, რომ რო­გორ­მე და­მე­კა­ვე­ბი­ნა და ტან­ზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი ალ­ბათ ამის გამო აქ­ვსო. ხე­ლი­დან რომ გა­მის­ხლტა, პლასტმა­სის ტაშ­ტი გა­და­ტყდა, ზედ წა­იქ­ცაო. და­ბა­ნის დროს კე­დელ­საც ეხ­ლე­ბო­და. მერე წა­იქ­ცა და სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ მი­ი­ღოო.

ბავ­შვი ვერ მე­ტყვე­ლებ­და, ვერ ყლა­პავ­და, რა­ქი­ტუ­ლი იყო და ხში­რად ეცე­მო­და. დედა ცდი­ლობ­და, მა­სა­ჟე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მის­თვის, რომ ხში­რად არ და­ცე­მუ­ლი­ყო. უნ­დო­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში ეტა­რე­ბი­ნა. მა­სა­ჟე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­თხო­ვა მე­რი­ის­გან და ეს დევს საქ­მე­ში", - განაცხადა ტაბატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×