რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იმდენად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ხალხი მალე ქუჩაში გამოვა და ბიძინა ივანიშვილს დამცველი აღარ ეყოლება.

"თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ სიდუხჭირეს, რომელიც პირდაპირ პროპორციულია რადიკალიზაციის გაზრდისთვის, მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ და დამცველი არ გეყოლება ბიძინა, არავინ. არაფერი ვენესუელა არ განვითარდება აქ. აქ იქნება სომხური ამბავი. ხალხი დაიჭექებს და გამოვა ქუჩაში", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "კავკასიის" ეთერში.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შექმნილ მდგომარეობას კარგად იყენებს.

"სააკაშვილი უკვე იმატებს. დაიწყო მოძრაობა. იქ, უცხოეთში დაიწყო მოკრება ქართული ემიგრაციის. დაიწყო მოკრება იმათი. შეთავაზებები დაიწყო უკვე სააკაშვილმა", - აცხადებს სანიკიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×