რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის ნაძალადევის რაიონში არსებული 25-ე საბავშო ბაღის აღმზრდელი სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსის" შენახვის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაცია, "2020NEWS"-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

"შემთხვევა მოხდა საბავშვო ბაღებში საახალწლო დასვენებების პერიოდში. ეს პიროვნება ნაძალადევის რაიონის ერთერთ ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. მას მოხმარება არ ედება ბრალად, ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების შენახვა. რა თქმა უნდა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბაღის ხელმძღვანელობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ის გათავისუფლებულია სამსახურიდან. მას ჯერ საყვედური გამოეცხადა, როდესაც 3 იანვარს არ გამოცხადდა ბაღში და შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქალბატონს ბაღის პერსონალი და მშობლები ძალიან დადებით პიროვნებად ახასიათებენ", - განუცხადეს სააგენტოს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - "ბუპრენორფინის" შემცველი 130 აბი "სუბოტექსი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."

 

"2020news.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×