რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) საპატრიარქოში საქართველოს ნაკრების და ვეტერანი ძიუდოისტების შეხვედრა პატრიარქთან დასრულდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს დაპირისპირებული მხარეების შერიგების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.

„ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. ამის გამო უწმინდესის თხოვნით მთელი ნაკრები არასრული შემადგენლობით აქ მოვედით და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით. შევეცდებით ერთიანი ძალისხმევით უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და სპორტის ამ სახეობას." - აცხადებს ლიპარტელიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×