რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) თებერვლიდან ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან დაუმონტაჟებს.

თბილისის მერის თქმით, პროექტი ბიზნესთან ერთად ხორციელდება, მუნიციპალიტეტის თანხების დახარჯვის გარეშე.

ამ მიზნით, 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებ - გვერდი chargers.tbilisi.gov.ge , სადაც ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს და ითხოვოს სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟება.

"ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას" , - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არის კარგი კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც ჩაერთვება ამ პროექტში.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კომპანიას სურს ელექტრომობილების შემოყვანა და "ქარ-შეარინგის" დაწყება. ავტომობილების დაქირავებას მობილური აპლიკაციით. მომსახურების გადახდა კი, წუთობრივად მოხდება.

 

 

"კომერსანტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×