რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) "როგორ არ გბეზრდებათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟი? სირცხვილი თქვენ!" - ასე ეხმაურება ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების საკითხს.

"მხარს ვუჭერ ეკა ბესელიასა და ყველა იმ ადამიანს, რომელთა წინააღმდეგადაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იყენებენენ ან მათი გამოყენებით იმუქრებიან.

მე არ მაინტერესებს არავის პირადი ფოტო და ვიდეო მასალა და ამით მანიპულირებას თავი დაანებეთ", - წერს გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი შესაძლო კადრების გავრცელებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის - პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×