რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა და თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება.

„პირველ რიგში, ჩემი ბედი უფლის ხელშია. მე ქრისტიანი ვარ. უფლის მხრიდან დაცვის მწამს. მე ვენესუელელი ხალხი მიცავს და ჩვენ დაზვერვის კარგი სამსახური გვაქვს

„ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის მაფიას ჩემი მოკვლა დაავალა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა მადურომ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×