რეზონანსი
30.01.2019

 რუსთავში, მე-12  მიკრორაიონში, სამორინე "კრისტალ ბეთის" ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებსა და 2 მამაკაცს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველების თქმით, "კრისტალ ბეთის" რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა 2 მამაკაცს. ნაცემი მამაკაცების თქმით, მათთვის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

"ინფო რუსთავთან" დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მამაკაცები შენობაში იგინებოდნენ, მათ მიეცათ შენიშვნა, შენობა დაეტოვებინათ, მაგრამ არ დატოვეს და სწორედ ამიტომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×