რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) ფოთში, მდინარე რიონში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არასრულწლოვანს ეძებენ, რომელიც მდინარეში ჩავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი ხიდის მოაჯირზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

„მივდიოდი სახლში, ამ დროს გავიგონე ბიჭების სიცილი და ხმაური, რომ გავხედე, ერთი ბიჭი ზემოთ იყო ხიდზე ასული. ამ დროს ერთი ფეხი გადაუცდა და რაღაცნაირად გვერდულად გადავარდა ეს ბავშვი," - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი, მანანა ტორჩინავა.

ადგილზე, სამაშველო სამსახურთან ერთად, პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. მოზარდი მდინარეში დაახლოვებით ორი საათის წინ ჩავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×