რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) იტალიაში მოკლულ ქართველ მხატვარს, თამარ მოდებაძეს საქართველოში შაბათს ჩამოასვენებენ. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ჭიათურაში დაკრძალავენ. ინფორმაციას ნეაპოლში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ლაფაჩიძე ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს და ხვალ ნეაპოლის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროში გამოსამშვიდობებელი პანაშვიდები ტარდება. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა კვლავ მიმდინარეობს.

50 წლის ქართველი მხატვარი თამარ მოდებაძე, გავრცელებული ვერსიით, იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.

მკვლელობის მიზეზად სავარაუდოდ, ძარცვას ასახელებენ. გარდაცვლილს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი, საბოლოოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში ნახეს.

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×