რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"რუსეთს საქართველოს გასანადგურებლად ნამდვილად არ სჭირდება არც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არც ბალისტიკური რაკეტები მაშინ, როდესაც ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია ქვეყანაში განათლების სისტემის მოშლით. ამის შემდეგ: პაციენტები იღუპებიან გაუნათლებელი ექიმების ხელით. უსამართლობა მკვიდრდება უმეცარი პოლიტიკოსების და იურისტების მიერ. მრევლს ტვინს ურეცხავენ "სიბნელით განსწავლული" სასულიერო პირები.

განათლების დეფიციტი ბოლო 20-25 წელია განსაკუთრებული გამოწვევა და საფრთხე გახდა ქვეყნისთვის. 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმეს. არ ვიცი 2020 წელს რას გააუქმებს ივანიშვილი იმისათვის, რომ ქვეყანა მონური მორჩილებით მართოს, მაგრამ თუ ასე გააგრძელა 2024 წელს სახელმწიფოს (ანუ იმას რაც შემოგვრჩა) ნამდვილად გააუქმებს", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×