(რეზონანსი) ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით პარტია "ქართული ოცნება" სჯის, - აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" და ქალთა მოძრაობის წევრმა ბაია პატარაიამ განაცხადა.
"ძალიან გაბრაზებული ვარ. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის გავრცელება დაუწყიათ მესიჯებით. ჯერ ერთი, ამას ვერავინ გაუბედავდა მას სუსის გარდა.
"ოცნება" თავისი იმბეცილის ჭკუით, ურჩ დეპუტატს სჯის. ეკას ისინი ამით უბრალოდ ვერ შეანიშნებენ, მაგრამ ფაქტი არის არა მხოლოდ ამაზრზენი, არამედ ძალიან ცუდი მესიჯი სხვა ქალებისათვის: გქონიათ პირადი ცხოვრება? - მაშინ დაივიწყეთ პოლიტიკური კარიერა. ამ უკანასკნელს კი, ჩვენ არც დავუშვებთ და არც შევეგუებით!" - აცხადებს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრზე ეკა ბესელიაზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ გუშინ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.