რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გორის რაიონში, ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

„ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცოლის დის შვილის ცემას ედავება.

როგორც დაკავებულის მეზობლები ჰყვებიან, მამაკაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. სავარაუდო მოძალადის დაკავების შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი და მისი ძმა ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

"ობლები არიან ბავშვები, დეიდა ზრდიდა. ჩვენ ვიცით, რომ ხშიად ძალადობდნენ. აგინებდა ბიძამისი, ცემდა ბავშვებს. საშინელება ხდებოდა. გუშინ იყო პოლიცია, გამოკითხეს ბავშვებიც, დიდმა გოგომ მოუყვა ყველაფერი",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "ნიუპოსტთან".

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის მიმართ სხვა არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს. დაკავებულს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×