(რეზონანსი) ექსპერტი, გია აბაშიძე მმართველ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებაზე საუბრობრისას აღნიშნა, რომ კომპრომატებით ომი დაიწყო.
მისი თქმით, ამ ომში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება წითელი ხაზების გადაკვეთაა.
აბაშიძემ, მისი ძველი განცხადებაც გაიხსენა, სადაც ის ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე და მის გუნდიდან გარიცხვაზე საუბრობდა.
„მე ქალბატონ ბესელიასთან იურიდიულ კაზიუსტიკაში ვერ შევალ - რას გულისხმობდა შეკვეთილ-დაკვეთილი. თუმცა, ვიმეორებ, გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნებოდა ის ვარაუდი, რომელიც ჩემმა სანდო წყარომ მომაწოდა. კომპრომატებით ომი დაიწყო, მაგრამ კომპრომატებით ომი არ გულისხმობს, იმ წითელ ხაზს, იმ შეუვალ ნაწილს, რასაც ჰქვია პირადი ცხოვრება", - ამბობს ექსპერტი გია აბაშიძე.