რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) გარემოვაჭრეებსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ მოვაჭრეებმა მერიის მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

მერია 160-მდე მოვაჭრისთვის ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჯიხურებს დადგამს.

„ჩვენ თანახმა ვართ, მერიის წინადადება მისაღებია, შევთანხმდით, რომ 10-15 დღის ვადაში აგვიგებენ ჯიხურებს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით მეორე სართულზე ასვლის, იქ არავინ ამოვიდოდა. შევხვდებით ავტოსადგურის ხელმძღვანელს და დეტალებზე შევთანხმდებით", - განაცხადა შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

გარემოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია დღეს განაახლეს. ისინი წერეთლის ქუჩაზე გარე ვაჭრობის აღკვეთას აპროტესტებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×