რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) ეკა ბესელია მე როგორ მეხატება გულზე, ეს მთელმა საქართველომ იცის, თუმცა მასთანაც კი ასეთი ბრძოლა არის აღმაშფოთებელი და გულის ამრევი, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მასაც სთავაზობდნენ, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ „ათასი სიბინძურე" გამოეყენებინა.

„ეკა ბესელიასაც კი არ უნდა ებრძოდე ფარული ჩანაწერებით. ეს არის ამაზრზენი და ახლა მარჩიელობაა ის, ნეტავ ვინ ავრცელებს - უშიშროება, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. უკვე დიდი ხანია პარტიიდან მის გაგდებას აპირებდნენ, ბესელია გაცილებით ჭკვიანია და ჩაებღაუჭა მოსამართლეების თემას და მოხერხებულად დაუტრიალა "ქართულ ოცნებას".

ბესელია დისკრედიტირებული იყო და „ოცნებას" არ სურდა, რომ მათი სახელით ელაპარაკა. მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს, რომ მის წინააღმდეგ გამომეყენებინა, მაგრამ მე არ ვიკადრე. მე არ გავიკარე ეს ხალხი, მე არ მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, საჯაროდ კი დავუპირისპირდები ნებისმიერს. თან ვინ ებრძვის ბესელიას - ივანიშვილი. სხვა საქმე „ოცნებას" აღარ აქვს და ბესელიას კადრებით დარბიან", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×