რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) 53 წლის მარიტეს ფორტალიზა მანჰეტენზე, თავისი მილიარდერი უფროსის სახლის ლიფტში პარასკევს საღამოს შევიდა და მეორე და მესამე სართულებს შორის გაიჭედა. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, სახლში არავინ იყო, ამიტომ ფორტალიზამ ხმა ვერავის გააგონა და ლიფტში ორი დღე გაატარა. იგი მეხანძრეებმა ორშაბათს დილით გამოიყვანეს. ჰაერის უკმარისობითა და გაუწყლოვანების სიმპტომებით, 53 წლის ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტი ცნობილი ბანკირის, ვორენ სტივენსი სახლში მოხდა. როგორც თავად მილიარდერმა განმარტა, მარიტეს ფორტალიზა მის ოჯახში 18 წელია მუშაობს და მას ოჯახის წევრად მიიჩნევს.

პოლიციამ ვორენ სტივენსის სახლი დროებით შემოსაზღვრა, გამოძიებამ შენობაში არსებული ლიფტის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება უნდა შეისწავლოს.

პრაიმ ტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×