რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში გადასახადები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია, - ამის შესახებ მან დღეს, ტექნოპარკში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე ისაუბრა.

"გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია. სპეკულაცია, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება, არასწორია. გადასახადები არ არის მიზეზი იმის, თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ", - აცხადებს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×