რეზონანსი
29.01.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი სახის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ამორალურია. აღნიშნული განცხადება კობახიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

როგორც კობახიძე აცხადებს "საქმეს პირადად ჩაყვება".

"პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდნეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე.

მითუმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე ბოლომდე მე პირადად ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×