რეზონანსი
29.01.2019

 დავით გვაზავა მოხუცი ქალის ემოციურ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ქუთაისის ბაზარში ტანსაცმელს ყიდდა.

"ბაზრის წინ იდგა. მხრებზე ძონძები გადაეკიდა და ისე ყიდდა. ხან ერთი ტანსაცმელი ჩამოუვარდებოდა, ხან მეორე. დაიხრებოდა, აიღებდა, ისევ ჩამოუვარდებოდა და ასე წვალობდა. მივედი და ვკითხე: ჯერ ხომ არ მიდიხარ ბებო-მეთქი. მითხრა, მალე წავალო. დაღვრემილი იყო, ვერაფერი გაყიდა.

ვუთხარი, ცოტა ხანი არ წახვიდე, რაღაცებს მოგიტან-მეთქი. გავიქეცი მაღაზიაში, პროდუქტები ჩავაწყვე და სავსე პარკებით მივადექი ბებოს. მერე ტაქსში ჩავაჯინე და სახლში გავუშვი. ჭომაში ცხოვრობს…

გული მიკვდება, ამ ხალხს ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ. ნუთუ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში მოხუცს ნორმალური სიბერე ჰქონდეს, საჭმელი, პენსია საკმარისი, წვიმასა და სიცივეში არ უწევდეს ქუჩაში დგომა და წვალება…

როდესღაც ჩვენც ვიქნებით მოხუცები და მივხვდებით, რა ძნელია სიბერე. თუ სადმე დაინახავთ ასეთ ადამიანებს, დახმარების ხელი გაუწოდეთ, მოეფერეთ. ეს მათ ძალიან სჭირდებათ, რადგან ყველაზე დაჩაგრულები არიან ამ ქვეყანაში. მე კი ისევ ვაპირებ იმ ბებოს დახმარებას. იმ იმედით, რომ გავიგებ მისამართს და სავსე გულით და ხელებით ვესტუმრები სახლში", - წერს გვაზავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×