რეზონანსი
29.01.2019

 „ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორის გადადგომისა და კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მოთხოვნით გაზგამანაწილებელი კომპანიის სათაო ოფისთან აქცია გაიმართება.

დიდი დიღმის ტრაგედიის შემდეგ "სამოქალაქო საზოგადოება" თვლის, რომ ხელისუფლებას, ისევე, როგორც კომპანიას მსგავსი შემთხვევების მომავალში თავიდან ასაცილებლად არაფერი გაუკეთებია და არ შეიძლება ეს რეაგირების გარეშე დარჩეს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო , ამ საბჭოს წინაშე იქნება ახალი ხელმძღვანელობა და ახალი მენეჯმენტი ანგარიშვალდებული. სანამ  ეს პირობები არ შესრულდება ჩვენ არ შევწყვეტთ აქციებს“, - ამბობს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×