რეზონანსი
28.01.2019

 დეპუტატი დავით ჭიჭინაძე რამდენიმე დღის წინ გამართული უმრავლესობის სხდომის შესახებ საინტერესო დეტალებს ავრცელებს:

"ვიცი, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიამ ძალიან ღირსეულად მიჯირყვნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ეს დამიდასტურა ფოფხაძემაც, გოგიჩაიშვილმაც. ძველი საქციელი გაუხსენეს და კობახიძემ ბოდიში მოუხადა ბესელიას და გეგიძეს. ისე უღირსად მიმართა კობახიძემ კოლეგებს, რომ… კობახიძე ჩემთან მეგობრობის გამო დაემუქრა ადამიანებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ და მიიღო ის, რაც მიიღო. თავის სტილში ქანთარიამ ირონიული პასუხი გასცა, რაც ადამიანისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია", – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×