რეზონანსი
28.01.2019

 დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა. მან სამართალდამცავებს ინფორმაცია, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიაწოდა. როგორც დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მან კადრების შესახებ მისი რძლისგან გაიგო.

„ჩემი რძლის "ფეისბუქზე" ამოვარდა ეს და იმისგან მივიღე ინფორმაცია მე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გამოძიება შსს-მ სწორედ დავით ჭიჭინაძის დღეს გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო. მან დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ კადრების გავრცელება ინტერნეტში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

გვიან ღამით გავრცელებულ კადრებს თავად ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მორალური ტერაქტის მსხვერპლი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×