რეზონანსი
28.01.2019

 გარემოსდამცველი აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი ლეიბორისტულ პარტიას შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და ლაშა ჩხარტიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრეს. ჩხარტიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიის უფლებადაცვით ცენტრს, რომელშიც თავმოყრილია არა მარტო ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების კონტროლი, არამედ გარემოზე კონტროლიც. 

"რა გარემოში ვზრდით ჩვენ ბავშვებს, რა გარემოში ცოცხლობენ და არსებობენ ადამიანები, ვინ აბინძურებს ამ გარემოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. აი, ის არის ჩვენი მტერი და საერთო სამიზნე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თავად ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ლეობორისტებთან იდეოლოგიური თანხვედრა აქვს და აპირებს, მათთან ერთად დაასრულოს “ივანიშვილის ქოცნაცური ორპარტიული სისტემა”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×