(რეზონანსი) დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შსს-ში დაიბარეს. უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატის გამოკითხვა მის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც მან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებათან დაკავშირებით გააკეთა.
ცოტა ხნის წინ კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საგამოძიებო უწყება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას იწყებს.
"საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, კანონით დადგენილ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.
"სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ
2020news.ge