რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) ვის სწამს ღმერთი ყველაზე მეტად? სტატისტიკას, PEW კვლევით ცენტრზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების ევროპული სამსახური ავრცელებს.

ცხრილში პროცენტული მაჩვენებლებით წარმოდგენილია იმ ქვეყნების სია, სადაც ღმერთის არსებობის ყველაზე მეტად სწამთ.

პირველ ადგილს, მოსახლეობის 79%-ით სომხეთი იკავებს. სომხეთის ათი მოქალაქიდან 8 დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში.

მეორე ადგილზე საქართველოა. ცხრილში მითითებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 73%-ს სწამს ღმერთის.

მესამე ადგილს ბოსნია და ჰერცოგოვინა იკავებს. მეოთხეზე რუმინეთია, მეხუთეზე კი საბერძნეთი.

ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და შვეიცარია, ღმერთის არსებობის ყველაზე ნაკლებად სწამთ.

 

პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×