რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) ლანჩხუთის რაიონის სოფელ წიაღობანში 30 წლამდე ლაშა ჭანტურიამ ახლობლების განცხადებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლები გარდაცვლილ ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ და მათაც უკვირთ, რა მოხდა.

სოფლის მაჟორიტარი რევაზ კვაჭაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ მთელი სოფელი შეწუხებულია მომხდარით:

"მეზობელმა ნახა დილით. თავი ჩამოიხრჩო. ყველა მის სახელს ფიცულობდა, უპატიოსნესი ბიჭი იყო. დაოჯახებული არ იყო და ყველა ეუბნებოდა, ცოლი როდის მოგყავსო. ძალიან დაგვწყვიტა ყველას გული. ალალად შრომობდა, მაგის თამაში არავის ახსოვს და სხვა რამ. ვერ გეტყვით რა მოხდა, შოკირებულნი ვართ", - ამბობს რევაზ კვაჭაძე.

შსს ცნობით, საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×