რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37 % მიიჩნევ, რომ საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ნაცნობობაა.

გამოკითხულთა 23 % ფიქრობს, რომ პროფესიონალიზმი, 9 %-ს კი მიაჩნია, რომ უცხოეთში განათლების მიღების შემთვევაში საქართველოში სამუშაოს დაიწყებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×