რეზონანსი
28.01.2019

 გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ქალი, რომელსაც პოლიციელების დაუმორჩილებლობის გამო, ჩასვეს იზოლატორში. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

გორის სასამართლო მსჯელობის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდებინათ. წარდგენილი მუხლი (ასკ - 173) ითვალისწინებს როგორც 15 დღემდე (2014 წლამდე იყო 90 დღე) პატიმრობას, ასევე, ჯარიმას - 1000 ლარიდან 6000 ლარამდე.

ქალს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. იგი სოციალურად დაუცველია.

სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალბატონმა მათ დანახვაზე დაიწყო უწმაწური სიტყვების გამოყენება, არ დაემოჩილა კანონიერ მოთხოვნას და ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"დაგვინახა თუ არა, მაშინვე გინება დაგვიწყო", - განაცხადეს პოლიციელებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×