რეზონანსი
28.01.2019

 ბათუმში გარემოვაჭრეების დახლებისა და ჯიხურების აღებას ხმაური მოჰყვა. გარემოვაჭრეების თქმით, ისინი ამის შესახებ გაფრთხილებულები არ იყვნენ.

მერიაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ მოვაჭრეებს რამდენიმე თვის განმავლობაში სთავაზობდნენ სხვა ტერიტორიაზე გადასვლას, თუმცა მათთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ბათუმის მერიამ ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილა აეღოთ დახლები და ბონის დასახლებაში განთავსებულ სავაჭრო ცენტრში გაეგრძელებინათ საქმიანობა, თუმცა მოქალაქეებთან შეთანხმება ვერ შედგა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ამობენ, რომ ისინი მერიას დახლების აღების თაობაზე წინასწარ არ გაუფრთხილებია და მერიის თანამშრომლებმა ისინი სატვირთო ავტომობილებით უკანონოდ წაიღეს.

წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობა პრობლემაა სხვადასხვა მთავრობისთვის. ამ საკითხის მოსაგვარებლად ბათუმის მერიას წერილობით ქუჩის მიმდებარედ მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ ქუჩაზე გარევაჭრობის გამო ანტისანიტარია და ხმაურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×