რეზონანსი
28.01.2019

 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ასე ვგეგმავდით ხოლმე "რეაქციას", ხან სიცილ-კისკისში, ხან - ჩხუბით და ერთმანეთის ნერვების წყვეტით, მაგრამ ისეთი ბედნიერება იყო ჩვენი გუნდისთვის ეს ყველაფერი. ისე შეგვაყვარა ჩვენმა საქმემ ერთმანეთი, მთელ გუნდს. დღეს ფრთამოტეხილები ვართ ყველა. ეკა ხოფერიას გადაცემის გადაღებიდანაა ეს ფოტო, რამდენიმე წლის წინ.

ბოდიში, რომ ორშაბათიდან მოყოლებული სულ ცრემლიანი პოსტები მაქვს, მაგრამ ასე გვგონია ჩვენ, მის მეგობრებს, რომ ყოველი ფოტოთი და ყოველი პოსტით, სულ ერთი წამით მაინც ვაცოცხლებთ ჩვენს უსაყვარლეს მეგობარს. ასეთი ბედნიერი იყო "რეაქციის" გუნდი ადრე", - წერს გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×