რეზონანსი
27.01.2019

 2 წლის ბიჭი ნათესავმა მამაკაცმა დაკბინა. ბავშვს მძიმე ჭრილობები გენიტალიებზეც ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც 2 წლის ბავშვი ძალადობის ნიშნებით იმავე კლინიკაში მიიყვანეს, სადაც 4 წლის ნინო ზალინაშვილი იწვა.

ექიმებმა პატარას სახეზე, მთელ სხეულსა და გენიტალიებზე მრავლობითი სისხლჩაქცევები უპოვეს, თუმცა კლინიკაში მიყვანის მიზეზი შეშუპებული გენიტალიები და ამის შედეგად წარმოქმნილი შარდის შეკავება გახდა. დედა ყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, პატარა ტყუპისცალი დის მიერ იყო დაკბენილი, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭს ზრდასრული ადამიანის კბილების კვალი ემჩნეოდა. დაკბენილი იყო 2 წლის ბიჭის დაც.

ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ჭრილობები ოჯახის ნათესავმა მიაყენა, რომელიც ნასვამი იყო და ასე მოჭარბებული სიყვარულის გამო მოიქცა.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე დღით დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. P.S.-ის ინფორმაციით, დაზარალებული ბავშვის დედამ კი პოლიციიდან საჩივარი უკვე გამოიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×