რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეს ცრუპენტელას უწოდებს.

"ეს აჟიტირებული ცრუპენტელა, ერთი თეთრი არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღევანდელ შეხვედრაზე: მთლიანად დონორმა დააფინანსა!"- წერს გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ანა დოლიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

"ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა - ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!

დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ჩვენ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ ეს საკითხი დავსვა შეხვედრის დასაწყისშივე", - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×