რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საბრძოლო თვითმფრინავებმა ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი გააძევეს.

კანადის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აშშ-ის ორი, F-22-ის ტიპის და ორი კანადური, CF-18-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჰაერში მას შემდეგ აფრინდნენ, რაც რადარებზე არქტიკის ზონაში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სანაპირო ზოლთან ახლოს, ორი რუსული Ту-160 დააფიქსირეს.

ამერიკულმა და კანადურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანის უნარი შესწევთ, უკან დაბრუნება აიძულეს და ზონიდან გააცილეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×