რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ვაკის პარკში გარემოს დამცველების აქცია იმართება. მონაწილეები სასტუმრო „ბუდაპეშტის" საკითხზე მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ.

თავდაპირველად აქცია საპროტესტო ხასიათის უნდა ყოფილიყო, თუმცა ფორმატი მას შემდეგ შეცვალეს, რაც გადაწყდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

შეკრებილების თქმით, დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმის, თუ რა შესაძლებლობები აქვს სამოქალაქო აქტივიზმს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მწვანე სივრცეების დაცვას მომავალშიც განაგრძობენ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის" მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×