რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) "ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. ამის შესახებ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად".

"ჯგუფის ახლანდელი შემადგენლობა არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. არ ვთვლი, რომ საჭიროა საგნობრივ დისკუსიაში შესვლა კრებსით მურუსიძესთან და ასეთია დღევანდელი სხდომის შემადგენლობა. დღეს დავაყენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, თუ როგორი უნდა იყოს ფორმატი კონკრეტულად, რომელსაც რამე შედეგამდე მისვლა სურს, თუ არ იქნება ეს გაზიარებული, მაშინ ჩვენ ვერანაირ აზრს მონაწილეობისას ვერ ვხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად. ამას ვთავაზობთ ირაკლი კობახიძეს, მაგრამ არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, ამიტომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ნამდვილად ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

აქტივისტმა ირაკლი კაკაბაძემ თინა ბოკუჩავს მიმართა, რომ ის და ივანიშვილი ერთი იყვნენ და რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა, ხმის ამოღების უფლება არ აქვთ.

"გაეთრიეთ ყველანი, ერთი ნაგავი ხართ ყველანი. ყველანი უნდა იყოთ ერთად, დაგვანებეთ თავი ამ სისხლისმსმელებმა. ჩვენ სისხლს ნუ სვამთ, დაგვანებეთ თავი. შენ და ივანიშვილი ერთად წადით, შენ ვერ შეცვლი სისტემას, იმიტომ რომ ხარ ამ სისტემის ავტორი. სისტემას შეცვლის ხალხი", მიმართა კაკაბაძემ თინა ბოკუჩავას.

"მესმის აქ მოსული ხალხის პროტესტის განცდა, იმიტომ რომ ნამდვილად მიუღებელია, გყავდეს მიკერძოებული მართლმსაჯულება", - აღნიშნა კაკაბაძის საპასუხოდ თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×