რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) "ტვ პირველის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ლევან ჩხაიძე ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს.

პანაშვიდს ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები ესწრებოდნენ.

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.

ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტიდან თბილისში 25 იანვარს ჩამოასვენეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×