რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ უკან დაიხია და ვაშინგტონს დიალოგი შესთავაზა. ნიკოლას მადურომ ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნაც შეამსუბუქა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შედგა შეთანხმება, რომ დიპლომატიური პერსონალის ნაწილი ქვეყანაში დარჩება. ვაშინგტონი კი ვენესუელაში საელჩოს არ დახურავს. უახლოესი 30 დღის განმავლობაში მხარეები გამართავენ მოლაპარაკებას დიპლომატიური მისიების თაობაზე, თუმცა დიალოგის ჩაშლის შემთხვევაში ორივე ქვეყნის დიპლომატებს სამშობლოში დასაბრუნებლად 72 საათი მიეცემათ.

ნიკოლას მადუროს გუნდს გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსნები ტოვებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელის სამხედრო ატაშემ პრეზიდენტთან კავშირი გაწყვიტა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა. პოლკოვნიკმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×