რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ქაშვეთის ტაძარში ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე მიდიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

ჟურნალისტს ქაშვეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში არაერთ მედიასაშუალებაში მუშაობდა. იყო რადიო "ჯაკოს" სპორტული კორესპონდენტი, მუშაობდა ტელევიზიებში: "იმედი", "მეცხრე არხი", "მაესტრო", "იბერია" და "ტვ პირველი".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×