რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ტორონტოში, ერთ-ერთი კომპანიის ქართველი თანამშრომელი მაცა ბელიშვილი მისმა თანამშრომელმა მოწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადურმა ტელევიზიამ CTV News-მა გაავრცელა და მას ვტრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა.

გამოძიების თანახმად კონიკა იანგი ქართველ ქალს, რომელიც კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად წამლავდა - მას სასმელი წყლის ბოთლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ურევდა, რამაც ბელიშვილის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა.

ეს ფაქტი კომპანიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

მომხდარის გამო, ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

 

"ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×