რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრეილძის განაცხადებით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება შესაძლოა მალე ჩაცხრეს, ვინაიდან ხალხი მასობრივად იკეთებს ვაქცინას. მის განცხადებას „აიპრესი" ავრცელებს.

"ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა," - ამბობს გამყრელიძე.

წითელაზე უფასო აცრა 40 დაწესებულებაშია შესაძლებელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×