რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) მექსიკაში, მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 114-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.46 მათგანი საავადმყოფოში, მიღებული დამწვრობებისგან გარდაიცვალა. 33 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 107 დაღუპულის შესახებ.

აფეთქება მექსიკის შტატ იდალგოში, 18 იანვარს, მილსადენზე მოხდა, რაც მილსადენის უკანონოდ გაჭრამ გამოიწვია, რათა მოსახლეობას იქიდან საწვავი არალეგალურად მიეღოთ. მომხდარის დროს ადგილზე 350 ადგილობრივი მაცხოვრებელი იმყოფებოდა.

 

"აიპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×