რეზონანსი
27.01.2019

 რუსთავში, მეგობრობის გამზირის #12ა-ში, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, Co-თი ინტოქსიკაცია 6 წლის ბავშვმა და მისმა 32 წლის დედამ მიიღეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური ჯგუფი. 6 წლის ბავშვი ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, დედა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ორივე კონტაქტური იყო.

გვიან ღამით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი მამაკაცი მოიწამლა Co-თი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×