34 წლის მამაკაცი თურქეთში სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის ვირუსით 18 იანვარს გარდაიცვალა, თუმცა დღეს ოჯახი ბათუმის "ინფექციურ კლინიკასა" და "რეფერალურ საავადმყოფოს" არასწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ადანაშაულებს.
მამაკაც მაღალი სიცხის გამო პირველად შეუძლოდ 12 იანვარს გახდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსა. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს H1N1 ვირუსის დიაგნოზი არ დაუსვეს და კლინიკიდან გამოწერეს. მოგვიანებით პაციენტი სუნთქვის მწვავე უკმარისობით "რეფერალურ საავადმყოფოში" გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით მისი ტრანსპორტირება რეანომობილით თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
"ჩვენ რომ დროულად გადაგვეყვანა კლინიკიდან თურქეთში გადავარჩენდით. თურქეთში რომ ჩავიყვანეთ პროფესორმა მითხრა დაგვიანებულიაო. სანამ ჩავიდოდით მისი ფორმა ასი გადავუგზავნეთ და რომ ჩავედით გვითხრეს რა დიაგნოზიც გამოგვიგზავნეთ სულ სხვა პაციენტი მომიყვანეთო. ის არაა რაც მეგონაო, მე რომ ასე მძიმე მდგომარეობა მცოდნოდა არც გაწვალებდინებდითო" - აცხადებს გარდაცვლილის და დიანა ანანბა.
არასწორი დიაგნოსტირების ბრალდებას უარყოფენ "რეფერალურ საავადმყოფოში". კლინიკის მთავარი ექიმის თამარ მხატვარის განამრტებით პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო საავადმყოფოში მიყვანისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში კი ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს H1N1 ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა თუმცა მისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდა და პაციენტმა კლინიკა პირადი გადაწყვეტილებით მეორე დღეს დატოვა.
(პრაიმტაიმი)