რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აქცია გაიმართა. სამედიცინო დაწესებულების ეზოში შეკრებილები ეჭვობენ, რომ კლინიკის გასხვისება ან იჯარით გაცემა სურთ. აქციაზე ექიმთან ერთან მოქალაქეებიც არიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ბუნდოვანი და ნათლად, რაც საავადმყოფოს გასხვისების ეჭვებს ბადებს.

აქციის მონაწილეები ეჭვის საფუძველს ახალი შენობის მშნებლობის გაჭიანურებასა და ინვენტარიზაციაში ხედავენ და განმარტებებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან ითხოვენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ეჭვი უსაფუძვლოა. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე ახალი შენობის გასხვისება დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება მშენებლობას, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ინვენტარიზაციის პროცესი კი თანხების გამოყოფის შემდეგ დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×