რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიების ანექსიას განაგრძობენ - ე.წ. მესაზღვრეებმა დღეს მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს და სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ბატონისაშვილების ბაღის ნაწილი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" წევრები ადგილზე მოძრავი პატრულის შეყვანას მოითხოვენ.

"ხურვალეთში პრობლემებია. დავიძარით ატოციდან ხურვალეთის მიმართულებით. ოკუპანტებმა ადგილობრივი მაცხოვრებლის ბაღი მიიტაცეს" - წერს დავით ქარავა ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×