რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) ლიბიაში დაღუპულ ქართველ მეზღვაურს დავით რაზმაძეს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ქართული მხარე გადმოსვენების პროცედურებს დაიწყებს.

"ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. ქართული მხარე ექსპერტიზის დასრულებას ელოდება, იმისათვის რომ ქართველი მეზღვაურის ცხედრის გადმოსვენების პროცედურები დაიწყოს",- განაცხადა თამარ იოსელიანმა "ინტერპრესნიუსთან"

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო. იგი რამდენიმე დღის წინ, ლიბიის სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×