რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში ისტორიულ და ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე, საფეხმავლო მინის დაზიანების მიზეზი ცნობილია. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, ხიდზე მინა ბავშვებმა დააზიანეს, რომლებიც შუშაზე "დახტუნავდნენ".

"პირველად თქვენი მეშვეობით მინდა ვთქვა, რომ დიახ, ძალიან კარგად იმუშავა ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომს ორგანოებმა, დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ყველა იმ თანამშრომლს, ვინც აღნიშნული საქმის გამოძიებაში და მოკვლევაშ იყო ჩართული.

და დაადგინეს იმის პიროვნებები, რომლებმაც დააზიანეს ხიდი, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ბავშვების თამაში, რომლებიც დახტუნაობდნენ" - განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ "Mega.Tv"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ქუთაისში თეთრ ხიდზე არსებული მინა დაზიანებული შენიშნეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×