რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ, მმართველ პარტიაში ხვალ ისევ შეიკრიბებიან, თუმცა ამჯერად ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

როგორც დეპუტატები ამბობენ, ხვალინდელი შეხვედრა სამშაო ფორმატში წარიმართება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამუშაო ფორმატს ირაკლი კობახიძე წარუძღვება, რომელიც შეეცდება დააახლოვოს განსხვავებული პოზიციები.

„ირაკლი კოაბხიძე რომელიც უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, აღწურვილია მანდატით, რომელ მანდატსაც ამ შემთხვევაში ჰქვია, უმრავლესობის შიგნით დაახლოებული პოზიცია, პროცედურებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დავაახლოვეთ ეს პროცედურები და გარკვეული ჩარჩო არსებობს, რადგან უკვე ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ კომისიაში იციან უმრავლესობის აზრი, რომელ პრინციპებზე ტანხმდებიან ისინი, არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელზე მსჯელობაც ბუნებრივია გაგრძელდება, საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენ გამოვიდეთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და ჩვენ გამოვიდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმაღლესი სიკეთიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×